აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინეს

04.04.25 20:08
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინეს

"ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინა. დამტკიცების შემდეგ თამაზაშვილი ამ პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს შეცვლის. 

სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. გაერთიანებულმა სამეფომ თამაზაშვილს, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელს, სანქციები 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო დაუწესა. 

სულხან თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.

სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დღეს ორბელიანების სასახლიდან ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინეს. კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაჩქარებული წესით შეარჩიეს, რაც ადასტურებს მანამდე არსებულ ინფორმაციას, რომ თორნიკე რიჟვაძის გადადგომა/გადაყენება მოულოდნელად გადაწყდა. 

მსგავსი სიახლეები