სულხან თამაზაშვილს აჭარაში არავინ იცნობს - გიორგი კირთაძე
კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ სულხან თამაზაშვილს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, აჭარაში არავინ იცნობს.
მის შესახებ, რაც ვიცით არის ის, რომ ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებულია - ამბობს კირთაძე.
მისი თქმით, იმ ტიპის წესრიგი, როდესაც ივანიშვილი წყვეტს ვინ უნდა დაინიშნოს და წავიდეს თანამდებობებიდან, უნდა შეიცვალოს.
როგორც გახდა ცნობილი ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა არალეგიტიმურმა, ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოს რიჟვაძის ნაცვლად შესთავაზოს ბატონი თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელსაც გულწრფელად, რომ ვთქვათ აქ არავინ იცნობს. მითუმეტეს პოლიტიკური გამოცდილებით ბათუმსა და აჭარაში. მის შესახებ, რაც ვიცით არის ის, რომ ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებულია ჩვენი დასავლელი წარმომადგენლების მხრიდან და ეს ფაქტი ბევრ რამეს ცხადყოფს. ამ ტიპის წესრიგი, როდესაც ოლიგარქი გადაწყვეტს და ვისაც მოხსნის, ვინც უნდა ეს უნდა შეიცვალოს პირველ რიგში", - ამბობს გიორგი კირთაძე.
"ქართულმა ოცნებამ" გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინა. დამტკიცების შემდეგ თამაზაშვილი ამ პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს შეცვლის.
სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. გაერთიანებულმა სამეფომ თამაზაშვილს, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელს, სანქციები 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო დაუწესა.
სულხან თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.