ხაზარაძე: "ოცნებას“ საგამოძიებო კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ!

05.04.25 13:17
ხაზარაძე: "ოცნებას“ საგამოძიებო კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ!

ბადრი ჯაფარიძეს და იურისტებს დაურეკეს ნახევარი საათით ადრე და უთხრეს, რომ სასამართლო პროცესია, ეს არის ცინიზმი - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "პირველებთან" განაცხადა. 

ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს, რასაც "ოცნება" წულუკიანის კომისიის ხელით "ძლიერი საქართველოს" ლიდერების მიმართ სჩადის, ერთი მიზეზი აქვს - მათ სჭირდებათ აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხით იმუქრება. 

 "ოცნებას“ საგამოძიებო კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ! - ამბობს ხაზარაძე. 

ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი, როცა სასამართლო ნახევარი საათით ადრე გატყობინებს სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. სწორედ ესე მოხდა დღეს, ბადრის და ჩვენს იურისტებს დაურეკეს ნახევარი საათით ადრე და უთხრეს, რომ სასამართლო პროცესია. ეს არის ცინიზმი, ეს არის ის მდგომარეობა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს, ეს არის ისევე, როგორც სხვა სტრუქტურები მიტაცებული რუსული ოცნების მიერ. მინდა გითხრათ მთავარი გზავნილი, რაც აქვს ამ კომისიას და "ქართულ ოცნებას", რომ დაგიჭერთ თუ არ მოხვალთ და არ გვაღიარებთ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ამაზე პასუხი გვაქვს ჩვენ ძალიან მარტივი - არ მოვალთ და არ გაღიარებთ არასდროს, იმიტომ რომ თქვენ ხართ არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური კომისია", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალში "თავს დამნაშავედ არ ცნობს" .