კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ

05.04.25 13:20
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები, რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავენ.

აუდიენციაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-მდე წარმომადგენელია, რომლებიც რეგიონში არსებულ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე , პარტიის წინაშე არსებული გამოწვევებზე და ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხებზე მსჯელობენ

"ძლიერი საქართველო" მათ მთავარ ამოცანად სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას ასახელებს.

პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველო საკითხი "ქართული ოცნების"  პოლიტიკური ასპარეზიდან გაშვება იქნება.

დღეს ჩვენ შეხვედრა გვაქვს პარტია "ძლიერი საქართველოში", ჩვენი რეგიონის ლიდერებთან. პარტია იზრდება, პარტიის სტრუქტურები ყალიბდება უფრო ძლიერად. ჩვენ ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება დანიშნული საქართველოში. ჩვენ ვემზადებით და ყოველდღიურად მზაობაში ვართ, რომ პროტესტი გაძლიერდეს, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ერთხელ და სამუდამოდ გავუშვათ მოღალატეობრივი "ქართული ოცნება" პოლიტიკური ასპარეზიდან. ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ძალიან ბევრი პარტიის წევრი გვემატება არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.