"ის ქალი მე ვარ" - პარტია "საქართველოსთვის" კამპანია სოციალურ ქსელში

24.09.21 18:17
"ის ქალი მე ვარ" - პარტია "საქართველოსთვის" კამპანია სოციალურ ქსელში

"ის ქალი მე ვარ" - პარტია "საქართველოსთვის"-მა სოციალურ ქსელში ჩელენჯ კამპანია დაიწყო.  საქმე ეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრალი  ნარკოდამოკიდებულაში დასდო. კობახიძის მტკიცებით, ქალი, რომელმაც ყოფილ პრემიერმინისტრს კოკაინი გაასინჯა, თბილისის საკრებულოს სიაშია. სწორედ ამის შემდეგ გახარიას პარტიის წევრებმა სოციალურ ქსელში ჩელენჯ კამპანია "ის ქალი მე ვარ" დაიწყეს, პოსტებში კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თაგავენ. 

კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში პოსტი "საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმაც გამოაქვეყნა.