კობახიძე ამტკიცებს, რომ „დიფ სთეითი" ბრიტანულ სტრუქტურებს საქართველოში საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს"
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „დიფ სთეითი" ბრიტანულ სტრუქტურებს საქართველოში საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს.
ივანიშვილის პრემიერი დღეს ირწმუნებოდა, რომ სწორედ „დიფ სთეითს“ ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ
კობახიძემ დღეს იერიში მიიტანა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ზეც.
„დიფ სთეითი“ შეეცდება ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომელიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში.
ვხედავთ, რომ მაგალითად, გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ.
ბრიტანეთს არაფერი, თუმცა „დიფ სთეითს“ ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს კვლავაც აქტუალურია. ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ „დიფ სთეითმა" საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს", - განაცხადა პრემიერმა.