მორიგი ცვლილება შსს-ში - გურიის პოლიციის უფროსი თბილისში გადმოიყვანეს

05.04.25 18:15
მორიგი ცვლილება შსს-ში - გურიის პოლიციის უფროსი თბილისში გადმოიყვანეს

გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი ქალაქ თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა - ინფორმაცია "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გოგნიაშვილმა ამ თანამდებობაზე თითქმის ერთი წელი იმუშავა. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას.

ლაშა გოგნიაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.