დადასტურებული პოლიტიკური კორფუცია - ბესიკ დონაძე "ოცნების" ე.წ. დეპუტატების სამშენებლო ბიზნესებზე

06.04.25 13:25
დადასტურებული პოლიტიკური კორფუცია - ბესიკ დონაძე "ოცნების" ე.წ. დეპუტატების სამშენებლო ბიზნესებზე

დადასტურებული პოლიტიკური კორუფციაა - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს. საქმე ეხება არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. დეპუტატების სამშენებლო ბიზნესებს.

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული პირები დიდ ფულს და ბენეფიტებს ივანიშვილის მორჩილებაში იღებენ. მისი თქმით, ისინი სახელმწიფო მომსახურების ხარჯზე მდიდრდებიან.  

დეპუტატები, რომლებიც სამშენებლო ბიზნესში არიან ჩართულნი, ეს ბენეფიტი მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან. ბიძინა ივანიშვილი ძალით კი არ აკეთებინებს ქვეყნისთვის ცუდ საქმეებს, ნებით აკეთებენ და ამ ყველაფერში ეს ადამიანები იღებენ ფულს. დიდ ფულს შოულობენ სახელმწიფო მომსახურების ხარჯზე ანუ სახელმწიფო ნებართვებით, სახელმწიფო პროგრამებით, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით, სახელმწიფო ქონებით, მიწით, შენობა-ნაგებობებით. ეს ადამიანები გამდიდრდნენ. ესენი არ არიან ბიზნესმენები, ესენი არიან მაფიოზები, რომლებიც დიდი მაფიოზის მორჩილებაში იღებენ დიდ ფულს. კორუფცია არის, როდესაც საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით გაქვს უპირატესი მდგომარეობა, ნებართვების გაცემა იქნება, სახელმწიფო ტენდერები იქნება, ქონების შესიდვა თუ ა.შ. ეს არის დადასტურებული პოლიტიკური კორუფცია, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"ოცნების" დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათმა" გაარკვია, არალეგიტიმური პარლამენტის რომელ დეპუტატს სამშენებლო ბიზნესისთვის თბილისის რომელი უბანი ერგო. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა "ოცნების" ათამდე ასეთი დეპუტატი გამოავლინეს.

ვის რომელი უბანი ერგო, ნახეთ შაბათის ეთერის რეპორტაჟში.