"ძლიერი საქართველო" ცესკოს ახალ დადგენილებას ასაჩივრებს - საქალაქოში პროცესი დაიწყო

06.04.25 15:18
"ძლიერი საქართველო" ცესკოს ახალ დადგენილებას ასაჩივრებს - საქალაქოში პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლო "ძლიერი საქართველოს" და ისფედის სარჩელს განიხილავს, რომელიც მოითხოვს, გაუქმდეს დადგენილება, რომლიტაც დამკვირვებლებს ამომრჩეველთა პირადობის დოკუემნტის შემოწმება ეკრძალებათ. პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ "ოცნებამ" საარჩევნო გარემო საკუთარ თავზე მოირგო. ე.წ. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილის გუნდი არჩევნებისთვის ნიადაგს ამზადებდეს. 

თორნიკე ართქმელიძე პირდაპირ ამბობს, რომ ცესკოს დადგენილება სერიოზული კანონდარღვევაა. 

მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, შეაწმონ მოქალაქეთა პირადობის მოწმობები. ასევე, აღარ ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ ვერიფიკაციის აპარატებს. ვგულისხმობ, რომ ვეღარ შეძლებენ ისინი ფოტო და ვიდეო გადაღებას. ანუ ის უკანონობები, რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე, როდესაც კვლავ განმეორდება, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი ასახონ და დოკუმენტებით დაადასტურონ ეს ფაქტები.

ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული დარღვევა კანონის და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვასაჩივრებთ მას სასამართლოში, - ამბობს თორნიკე ურთქმელიძე. 

ცესკო კი ამ ცვლილებას ადამიანის უფლებების დაცვით ხსნის. პროცესის დაწყებამდე ცესკოს წარმომადგენელი "პირველებთან" ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ცვლილებით არავის უფლება არ ირღვევა.

ცესკოს ამ ნორმატიული აქტის მიღებით არ დაურღვევია არც დამკვირვებლების და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების უფლებები. დადგენილების მიღების დროს ცესკომ დააზუსტა საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსით გაწერილი პრცედუები და მათი შინაარსი ასახა გასაჩივრებულ დადგენილებაში. ამ დადგენილების ძირითადი მიზანი გახლავთ კენჭისყრის დღეს მოსული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების დაცვა, - თქვა დღეს ცესკოს წარმომადგენელმა.  

ახლა ჯერი საქალაქო სასამართლოზეა. დღეს გაირკვევა, დარჩება თუ არა ძალაში ცესკოს მიერ მიღებული ცვლილებები.