თავდასხმების სერია "ოცნების" პროპაგანდისტებისგან - გომელაურის პოლიცია არ რეაგირებს
ოლიგარქის მთავარი პროპაგანდისტი ვატო შაქარიშვილი წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც "მთავარი არხის" ჟურნალისტმა მას კითხვა მხარდამჭერი ფონდების დაყადაღების გამო დაუსვა და უთხრა, რომ "მონაა". ამის გაგებისთანავე შაქარიშვილი გიორგი მამნიაშვილს გაეკიდა, ტელეფონი დააგდებინა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ღია ანგარიშსწორების მიუხედავად, შაქარიშვილი პოლიციას არც კი გამოუკითხავს. გიორგი მამნიაშვილი კი ტვინის შერყევით და დაბეჟილობებით ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ნაცემი ჟურნალისტი ამბობს, რომ მის დასაშინებლად რეჟიმმა კლინიკაში გვიან ღამით ტიტუშკები გაუშვა. პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, გომელაურის პოლიციას რეაგირება არაფერზე მოუხდენია. ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ინიციატივით მივიდა, არასასურველი ჩვენების მიღების შემდეგ კი იურისტებს დარჩათ განცდა, რომ გომელაურის გამომძიებლები დეტალებს ზემდგომებთან ათანხმებდნენ.
პოლიციამ მოძალადეები, გოგა ხაინდრავა და ვატო შაქარიშვილი სახლში ისე გაუშვა, ერთი კითხვაც კი არ დუსვამს, თუმცა კითხვებზე პასუხების მისაღებად ხაინდრავას აქტივისტებმა სახლში მიაკითხეს. ოლიგარქის პროპაგანდისტს "მონა" ეძახეს და კვერცხები დაუშინეს.
როგორც ჩანს, ამ პროტესტის შემდეგ ხაინდრავა წყობიდან გამოვიდა და დღეს ვატო შაქარიშვილთან ერთად კვლავ პარლამენტთან დაბრუნდა. ძვლებში დამტვრევით ემუქრებოდა იმ ახალგაზრდებს, ვინც გასულ ღამეს სახლთან მივიდნენ და დისკომფორტი შეუქმნეს. რამდენიმე ახალგაზრდას შაქარიშვილი დღესაც ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის, ქალებსაც.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.