"ოცნება" მძიმე ვერდიქტის მოლოდინში - სრასბურგში ხვალ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

06.04.25 20:29
"ოცნება" მძიმე ვერდიქტის მოლოდინში - სრასბურგში ხვალ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

"ქართული ოცნება" მძიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. ხვალ საფრანგეთში საქართველოს შესახებ დებატებია ჩანიშნული. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უნდა იმსჯელონ, რა დამატებით მექანიზმებს აამომოქმედებენ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ თქვა უარი დემოკრატიის გზაზე დარჩენაზე. 

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ხვალ გადაწყდეს "ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების საკითხიც.  Pace-ში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ისედაც ნაწილობრივ არის აღიარებული.  მთავარი პირობაა, რომელიც ივანშვილის რეჟიმს ევროპის საბჭოში წევრობის სანაცვლოდ წაუყენეს, რეზოლუციაშიაა გაწერილი. დოკუმენტით "ოცნებისგან" აპრილამდე ითხოვდნენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას. "ოცნებამ" პირობებიი არ შეასრულა, ამიტომ სავარაუდოა, რომ შედეგიც იქნება მძიმე.

მძიმე ვერდიქტიის მოსმენის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" დაასწრო და წინსწრებად გამოიწვია წევრები PACE-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან. უარი თქვეს დიალოგზე, აირჩიეს ევროპისგან გამიჯნის პოლიტიკა. 

PACE-ს ბოლო სესიიდან ამ დრომდე "ოცნებამ" ახალი რეპრესიული კანონები აამოქმეეა მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. უკვე მზად აქვთ ოპოზიციის აკრძალვის გეგმაც. ამიტომ, სავარაუდოა, რომ რეზოლუცია რომელსაც ხვალ სტრასბურგში დაამტკიცებენ, იმაზე მძიმე შინაარსის  იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.