"ოცნების" ე.წ. დეპუტატების სამშენებლო ბიზნესები - რა პრივილეგიებით სარგებლობენ ივანიშვილის გუნდის წევრები

06.04.25 20:34
"ოცნების" ე.წ. დეპუტატების სამშენებლო ბიზნესები - რა პრივილეგიებით სარგებლობენ ივანიშვილის გუნდის წევრები

პოლიტიკური გავლენების გამოყენება ბიზნესში და უკანონო გარიგებები - ასე აფასებენ კორუფციის მკვლევარები შაბათის ეთერის გასაჯაროებულ ფაქტებს, საიდანაც დადგინდა, რომ "ოცნების" ეგრეთ წოდებული დეპუტატები თბილისში მიწებს დიდი ფასდაკლებებით ყიდულობენ, შემდეგ კი გამარტივებული ნებართვებით სარგებლობენ და მრავალსართულიან შენობებს აშენებენ.

ირაკლი კირცხალია, გოდერძი ჩანქსელიანი, ანტონ ობოლაშვილი, შოთა ბერეკაშვილი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ე.წ დეპუტატების, ვინც პარლამენტში მუშაობის გამო პრივილეგიებით სარგებლობს.

ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული პირები დიდ ფულს და ბენეფიტებს ივანიშვილის მორჩილებაში იღებენ. მისი თქმით, ე.წ. დეპუტატები სახელმწიფო მომსახურების ხარჯზე მდიდრდებიან.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში..