PACE საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს
“ქართული ოცნება “ევროპის საბჭოოსს ვერდიქტიის მოლოდინში-PACE საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.
ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
შეგახსენებთ, 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა 2025 წლის აპრილის სესიამდე გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გამოეცხადებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები.