დებატები საქართველოზე ევროსაბჭოში-ოპოზიცია მწვავე რეზოლუციას ელოდება
საქართველოს შესახებ დებატები ევროსაბჭოში-ოპოზიცია მწვავე დებატებს და რეზოლუციას ელოდება.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ და „საქართველო თუ გააგრძელებს რუსეთის და ბელარუსის გზით სვლას, დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან, უვიზო რეჟიმის გაუქმება დადგება.“
ევროსაბჭომ მისცა შანსი საქართველოს, არ დაეკარგა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა და კონკრეტული პირობები დააწესა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, დელეგაცია მიირტებდა აკრედიტაციას. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ამის შემდეგ “ოცნებამ“ შეასრულა რუსული დავალება და ზუსტად ისე, როგორც მოიქცა რუსული დელეგაცია თავის დროზე, განაცხადა, რომ ტოვებს ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეას. რაც შეეხება დაწესებულ მოთხოვნებს, არათუ შესრულდა, არამედ საწინააღმდეგოდ გადაიდგა ყველა ნაბიჯი. მე ველოდები მწვავე დებატებს, მწვავე რეზოლუციას, საქართველო თუ გააგრძელებს სვლას რუსეთის და ბელარუსის გზით, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ ეს თავიდან აცივილოთ, უვიზო რეჟიმის გაუქმება, ადრე თუ გვინა, დღის წესრიგში აქტუალური გახდება“-განაცხადა სამადაშვილმა.
„თუ შენ ევროსაბჭოს ბოიკოტს უცხადებ, ნიშნავს, რომ ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიას“,- ამბობს კოალიცია “ცვლილელებისთვის“ ლიდერი გიორგი ბუტიკაშვილი და არ გამორიცხავს, რომ „დღეს თუ არა, ხვალ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დადგება, შეაჩეროს თავისუფალი მიმოსვლა.“
ევროსაბჭოს სტრუქტურებში თუ აღარ ხარ, თუ არ ეთანხმები მის გადაწყვეტილებებს, მისი გადაწყვეტილებები რა არის, ადამიანის უფლებები, დემოკრატიის განმტკიცება, მათ შორის არჩევნები. თუ შენ ევროსაბჭოს ბოიკოტს უცხადებ, ნიშნავს, რომ ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიას. დემოკრატიული სახელმწიფო თუ აღარ ხარ, აბა გადავხედოთ, არცერთ არადემოკრატიულ ქვეყანას არ აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ დღეს თუ არა, ხვალ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დადგება, შეაჩეროს თავისუფალი მიმოსვლა. დაიწყება სწორედ იმ რეზოულციიდან, რომელსაც ევროსაბჭიო მიიღებს და იტყვის, რომ “ოცნება“ აღარ წარმოადგენს დემოკრატიულ ძალას, ვინაიდან მან დატოვა ასამლეა“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.
“ქართული ოცნება “ევროპის საბჭოოსს ვერდიქტიის მოლოდინში-PACE საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.
ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
შეგახსენებთ, 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა 2025 წლის აპრილის სესიამდე გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გამოეცხადებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები.