ე.წ. საქართველოს ღალატის კომისია კონსტიტუციის გარეშე კომისიაა-ლევან სამუშია

07.04.25 12:13
ე.წ. საქართველოს ღალატის კომისია კონსტიტუციის გარეშე კომისიაა-ლევან სამუშია

 

 

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული უნდა იყოს.

მისი თქმით, “გარკვეულ პირთა ჯგუფი შეიკრიბა პარლამენტში და საკუთარ თავს ჯერ პარლამენტი დაარქვეს, შემდგომ ამ გარკვეულ პირთა ჯგუფმა - გარკვეული თავიანთი ჯგუფიდან, მასხარები გამოყო და ოპოზიცია დაარქვეს“.

“ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა სრულიად ჩამოშლილია, ე.წ. საგამოძიებო კომისია, როგორც ფაქტობრივად, ისევე ფორმალურად არის სრულიად უკანონო“,- განაცხადა სამუშიამ.

ხელისუფლების მიმტაცებელმა რუსულმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის განკუთვნილი კომისია შექმნა, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისია დაარქვა. დევნის ფაქტები ცალსახაა და ყველა ვხედავთ, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე დევნა მიმდინარეობს.

გარკვეულ პირთა ჯგუფი შეიკრიბა პარლამენტში და საკუთარ თავს ჯერ პარლამენტი დაარქვეს, შემდგომ ამ გარკვეულ პირთა ჯგუფმა - გარკვეული თავიანთი ჯგუფიდან, მასხარები გამოყო და ოპოზიცია დაარქვეს და შემდგომ შექმნეს ეგრეთწოდებული ვითომ საგამოძიებო კომისია, მიუხედავად ამ სიყალბეებისა და თავის თავში საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობისა რომ სიყალბე ჩაიდინეს, ისიც კი ვერ გააკეთეს რომ ფორმალურად ვითომ ეგრეთწოდებული საგამოძიებო კომისია ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან გარკვეულ რაღაცნაირად მიახლოებული. 

ე.წ. კომისია არის ყალბი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია საუბრობს რომ წევრთა, ხაზგასმით ვსაუბრობ, კომისიის წევრთა ნახევარი უნდა იყოს - ოპოზიციაში. მე ვთქვი, რომ ეგრეთწოდებულ მასხარებს დაარქვეს - ოპოზიცია, მაგრამ აქედანაც რომ გამოვიდეთ მაინც არ არის 50 პროცენტი ამ შემთხვევაში ოპოზიციური - ვითომ ოპოზიციური წევრებისა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს აღნიშნული ეგრეთწოდებული საქართველოს ღალატის კომისია არის - კონსტიტუციის გარეშე კომისია მისი მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო საუბარი იმაზე, რომ რასაც დღეს პროკურატურა საუბრობს, რომ გახარიას პარტიას  გამოუყვეს "კვოტა" და ცდილობენ გახარიას პარტიით ამის გამართლებას - არ გამოუვათ, რადგან საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ საუბრობს, რომ წევრთა ნახევარი უნდა იყოს - ოპოზიციის წევრებს აქვს სახელი და გვარი "კვოტას" არა აქვს სახელი და გვარი. 

აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა სრულიად ჩამოშლილია, ეგრეთწოდებული საგამოძიებო კომისია, როგორც ფაქტობრივად ისევე ფორმალურად არის სრულიად უკანონო,- განაცხადა სამუშიამ.