“ოცნება“ საქართველოს უკან, რუსული ქოლგის ქვეშ აბრუნებს, გამოფხიზლდით-ლიეტუველი დეპუტატი
„ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროპიდან ნელ-ნელა გაჰყავს-ამის შესახებ ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა „ევროსკოპს“ განუცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ საქართველოს უკან რუსული ქოლგის ქვეშ აბრუნებს, რაც ძალიან “სამწუხაროა.“
“ქართველები იმსახურებენ ევროკავშირში და ნატოში ყოფნას“ - ამბობს ლიეტუველი დეპუტატი.
„ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროპიდან ნელ-ნელა გაჰყავს. ისინი აგზავნიან სიგნალს, რომ მათთვის ყველა კონვენცია, რეზოლუციები, რომელსაც კენჭი 47-მა ქვეყანამ უყარა, არ არის მნიშვნელოვანი. ევროპაში ყველა პოლიტიკური სპექტრი ცდილობს “ოცნებას“ ერთხმად უთხრას-გთხოვთ, „ქართულო ოცნებავ“ გამოფხიზლდით. შეწყვიტეთ საქართველოს დეგრადაცია ევროპისგან. “ოცნება“ ამას არ იღებს. ალბათ, იმედი აქვთ, რომ მათ გარედან ვიღაც დაეხმარებათ. ფიქრობენ, რომ მათ შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია მიიღებს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. “ქართული ოცნება“ საქართველოს უკან რუსული ქოლგის ქვეშ აბრუნებს, სამწუხაროა. ქართველები იმსახურებენ ევროკავშირში და ნატოში ყოფნას. საშინელი ამბავია, რომ “ოცნება“ ამდენი პოლიტიკური პარტიის რჩევებს არ ისმენს“,- განაცხადა ზინგერისმა.