ახალ არჩევნებს თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება- შვედი პოლიტიკოსი

07.04.25 15:25
ახალ არჩევნებს თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება- შვედი პოლიტიკოსი

ახალი არჩევნები იქნება ნაბიჯი წინ, ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,- ამის შესახებ შვედმა პოლიტიკოსმა, ბორიანა აბერგიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ევროპის საბჭოს კონგრესმა ღიად თქვა, რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ჩატარდება ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის გარეშე.“

ვითარება საქართველოში უარესდება. გუშინ თბილისის ქუჩებში პროტესტის 130 დღე აღინიშნა. ქართველი ხალხი მმართველი პარტიის ქართული ოცნების ძალადობას და რეპრესიებს აპროტესტებს. ასობით დემონსტრანტს და ჟურნალისტს სცემეს, თუმცა არცერთი პოლიციის ოფიცერი არ მიუციათ პასუხისგებაში, რომელიც კითხვის ნიშანს არ ტოვებს იმაზე, ვინ დგას ამ ძალადობის მიღმა. ევროპის საბჭოს კონგრესმა ღიად თქვა, რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ჩატარდება ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის გარეშე.  როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში თქვა,  ახალი არჩევნები იქნება ნაბიჯი წინ, ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,- განაცხდა შვედმა პოლიტიკოსმა, ბორიანა აბერგიმ.

სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება-ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს  შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.