"პუტინის გზა, რომელსაც ახლა ივანიშვილი გადის" - ნაცვლიშვილი ოპოზიციის აკრძალვაზე
რუსეთის მსახური "ოცნება" ცდილობს, ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებით ის პოლიტიკური სპექტრი გაანადგუროს, რომელმაც არჩევნები მოუგო, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილის საუბრობს.
ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ახლა სწორედ იმ გზას გადის, რომელიც პუტინმა რუსეთში გაიარა.
რუსეთის მსახურმა "ქართულმა ოცნებამ" ჯერ მიიტაცა და გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები და შემდეგ ცდილობს, რომ ეგრეთწოდებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაანადგუროს ის პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც მას, რეალურად, 26 ოქტომბრის არჩევნები მოუგო.
ცდილობენ, ახლა უკვე კანონის ძალით თავიდან მოიშორონ და აკრძალონ ის პოლიტიკური გუნდები, რომლებსაც შეგვიძლია, ქართველი ხალხის ხმა გავიგონოთ. ასე მოიქცა თავის დროზე პუტინი რუსეთში და ეს არის ის გზა, რომელსაც ახლა ივანიშვილი ადგას, - ამბობს; ანა ნაცვლისშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ემზადება. "ქართული ოცნების" გეგმით, შემოდგომას ქვეყანა ოპოზიციის თავისუფალი მედიის და სამოქალაქო სექტორის გარეშე უნდა შეხვდეს. არალეგიტიმური პარლამენტი ორ კანონში შესატან ცვლილებას ამზადებს, რომ ერთპარტიული მმართველობა დააკანონოს.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია საია ამ ცვლილებებს განიხილავს ერთპარტიული მმართველობისკენ გადადგმულ ნაბიჯად, სადაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა იქნება მთავარი მოთამაშე, ხოლო ოპოზიცია არა მხოლოდ დასუსტდება, არამედ შეიძლება, საერთოდ გაქრეს.