დაიწყონ იმ ნაცების აკრძალვით, რომელიც თავად "ოცნებას" ჰყავს გადმოპორტირებული - ბუჩუკური

07.04.25 15:45
დაიწყონ იმ ნაცების აკრძალვით, რომელიც თავად "ოცნებას" ჰყავს გადმოპორტირებული - ბუჩუკური

დაიწყონ იმ ნაცების აკრძალვით, რომელიც თავად "ოცნებას" ჰყავს გადმოპორტირებული, - ასე ეხმიანება გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური "ოცნების" მიერ დაანონსებულ ე.წ. საკნონმდებლო ცვლილებას, რომლითაც ოპოზიციის აკრძალვას გეგმავს.

ოპოზიციონერი ივანიშვილს გუნდს სთავაზობს, ჯერ იმ სასამართლო ბოსების აკრძალვით დაიწყოს, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება ჩააბარა. 

დაიწყონ იმ ნაცების აკრძალვით, რომელიც თავად "ოცნებას" ჰყავს გადმოპორტირებული, დაიწყონ იმ ნაცების აკრძალვით. მაგალითად, მურუსიძის აკრძალვით, რომელსაც საერთოდ ჩააბარეს სასამართლოს სისტემა, დაიწყონ ხარების აკრძალვით, რომელიც ნაც მოძრაობის სასტიკი სამართალდამცავი სისტემის ერთ- ერთი სახე იყო. დაიწყონ მათთან გადაპორტირებული ნაც მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლების აკრძალვით და მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, - ამბობს ბუჩუკური.

ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ემზადება. "ქართული ოცნების" გეგმით, შემოდგომას ქვეყანა ოპოზიციის თავისუფალი მედიის და სამოქალაქო სექტორის გარეშე უნდა შეხვდეს. არალეგიტიმური პარლამენტი ორ კანონში შესატან ცვლილებას ამზადებს, რომ ერთპარტიული მმართველობა დააკანონოს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია საია ამ ცვლილებებს განიხილავს ერთპარტიული მმართველობისკენ გადადგმულ ნაბიჯად, სადაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა იქნება მთავარი მოთამაშე, ხოლო ოპოზიცია არა მხოლოდ დასუსტდება, არამედ შეიძლება, საერთოდ გაქრეს.