ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი

07.04.25 17:22
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი

არალეგიტიმური პრემიერი სალომე ზურაბიშვილს "ჩამოწერილ და ვადაგასულ პროდუქტად" მოიხსენიებს. ირაკლი კობახიძე ატკიცებს, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. 

სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება. კონკრეტული პარტიებიც დაუპირისპირეს უკვე სალომე  ზურაბიშვილს. დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად, - ამბობს კობახიძე.

"პირველების" კითხვაზე, უღალატა თუ არა თავად ქართველ ხალხს, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეა, კობახიძე ისევ მეორე ფრონტის გახნის თავიდან არიდებასა და ამ პროცესში საკუთარ  დამსახურებაზე საუბრობს. 

მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოქალაქეების წინაშე, იმიტომ, რომ ჩემი აგური მაქვს დადებული საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდება, - თქვა დღეს კობახიძემ.