კობახიძე ევროპელ პარტნიორებს დიფ სთეითის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს
ირაკლი კობახიძე თავს ისევ ევროპელ პარტნიორებს ესხმის და მათ დიფ სთეითის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. არალეგიტიმური პრემიერი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც ორგანიზაციებს ამერიკული ფონდებიდან დაფინანსება შეუწყდათ, ეს ტვირთიც თავის თავზე ევროპულ სტრუქტურებს ააღებინეს.
თავიდან ბოლომდე ქსკლუზიურად დიფ სთეითმა დაავალა ევროპულ სტრუქტურებს უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება სწორედ ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები მათ შორის ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, თქვენ იცით, რომ მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და მაინც მოავხერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, ხოლო ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. დიფ სთეითს აქვს თავისი ინტერესები, დიფ სთეითი ამისთვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს, - განაცხადა კობახიძემ.