დარჩება თუ არა ოლიგარქის რეჟიმი ევროსაბჭოს მიღმა? - მძიმე გზავნილები სტრასბურგიდან
ბრიტანელმა დეპუტატმა "ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოდან დაუანონსა, რომ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი წინ ელოდებათ. "ევროსკოპთან" ინტერვიუში ჯეიმს მაკლერი პირდაპირ ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები გააგრძელებენ მთავრობასთან მუშობას, რათა არა მხოლოდ ხალხის დარბევაზე პასუხისმგებელი პირები დასანქცირდნენ, არამედ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომლებსაც ბრიტანული სანქციების ყველაზე მეტად ეშინიათ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო მთავარი თემაა. პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველი პარტიის დეპუტატები სესიას არ ესწრებიან. ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო მათ შეზღუდვები დაუწესეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" მძიმე დღეები წინ ელოდება. დღეს გადაწყდა, რომ ხუთშაბათს აქ საქართველოს შესახებ საგანგებო დებატები იქნება.
"ოცნება" ღიად დაადგა რუსეთის და ბელორუსის გზას, ამიტომ ევროსაბჭომ ახლა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - შეუჩერებენ თუ არა ფორმალურად ივანიშვილის გუნდს უფლებამოსილებას ევროსაბჭოში.
ევროსაბჭომ უმკაცრესი ზომების გატარება რეჟიმის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილის გუნდმა ევროსაბჭოს რეზოლუციის მოთხოვნები არ შეასრულა. ყველა პატიმრის გასათავისუფლებლად და ახალი არჩევნების თარიღის გამოსაცხადებლად "ოცნებას" სამ-თვიანი ვადა ჰქონდა.
"ოცნების" რეჟიმი ევროსაბჭოს მიღმა - ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.