"ოცნების" რეპრესიული კანონი - როგორ ცდილობს ოლიგარქი პოლიტიკური ველის მოსუფთავებას

07.04.25 21:00
"ოცნების" რეპრესიული კანონი - როგორ ცდილობს ოლიგარქი პოლიტიკური ველის მოსუფთავებას

"ქართული ოცნება" დროს არ კარგავს - ივანიშვილის პარტიას ოპოზიციის გაქრობა არა მხოლოდ პარლამენტიდან და პოლიტიკური პროცესებიდან სურს, არამედ აკადემიური სივრციდანაც. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებს გრანტების ფარგლებში სემინარების და ლექციების წაკითხვა აეკრძალებათ. როგორც ჩანს, "ოცნებისთვის" პრობლემას წარმოადგენს, თუკი მაგალითად საკუთარი სპეციალობით რომელიმე პოლიტიკოსი ლექციას ნატოზე ან ევროკავშირზე წაიკითხავს.

"ქართულ ოცნებას" ლექციების და სემინარებისადმი შიში არც არასდროს დაუმალავს. არაერთი შეთქმულების თეორია სწორედ ამ საკითხზე შეთხზულა. ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აკრძალვის და ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი კანონები კრიტიკას ვერ უძლებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციის აკრძალვის საკითხს ეხმაურება და პირდაპირ ამბობს, რომ ეს ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობაა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართული ოცნების" იმედები არაერთხელ გაამართლა. ასე მოხდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის და რუსული კანონის განხილვის დროსაც. უკვე ცნობილია, რა მტკიცებულებებს წარადგენს ივანიშვილის გუნდი ოპონენტების ასაკრძალად სასამართლოში. ეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. 

რა გეგმა აქვს "ოცნებას" - დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები