გახარია: ბრიუსელში ჩავიტანე ხალხის გზავნილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები
"დღეს ბრიუსელში ხალხის გზავნილი ჩავიტანე... პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები" - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია პლატფორმა X-ზე წერს.
ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში მყოფი პოლიტიკოსების გზავნილი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მკაფიოა.
დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე.
- პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
- ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
- საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.
პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო - საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.” - წერს გიორგი გახარია.