გვარამია: "ჩვენ არათუ EU-ს წევრი ვხვდებით, არამედ ისეთი პანევროპული ორგანიზაციის წევრობიდან გასვლას ვუახლოვდებით, როგორიც ევროსაბჭოა"

07.04.25 21:32
გვარამია: "ჩვენ არათუ EU-ს წევრი ვხვდებით, არამედ ისეთი პანევროპული ორგანიზაციის წევრობიდან გასვლას ვუახლოვდებით, როგორიც ევროსაბჭოა"

"ჩვენ არათუ EU-ს წევრი ვხვდებით, არამედ ისეთი პანევროპული ორგანიზაციის წევრობიდან გასვლას ვუახლოვდებით, როგორიც ევროსაბჭოა" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ საქართველო სრულ იზოლაციაში მოექცეს და ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე ერთადერთ მეგობრად რუსეთი დარჩეს. 

ჩვენ არათუ ევროკავშირის წევრები ვხვდებით, არამედ ისეთი პანევროპული ორგანიზაციის წევრობიდან გასვლას ვუახლოვდებით, როგორიც ევროსაბჭო არის. ევროსაბჭო უფრო ფართო ორგანიზაციაა და იგი მოიცავს ლისაბონიდან ბაქომდე ქვეყნებს. "ქართულ ოცნებას" იზოლაცია არ აწუხებს, ეს მათი ამოცანა და დავალებაა, რომელიც რუსეთისგან აქვს მიღებული. "ოცნება" კარგად ხვდება იმას, რომ ნებისმიერი დაახლოება ევროპის სტრუქტურებთან მათ მიმართ რუსეთის სასჯელის წინაპირობა იქნება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველაფრის მიღმა დარჩნენ და საერთაშორისო ასპარეზზე ერთადერთი ვიზავი რუსეთი ჰყავდეთ. ეს საქართველოს დასასრულია, მაგრამ იმედია, რომ არ მოხდება". - განაცხადა ნიკა გვარამიამ.