გვარამია: ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს

07.04.25 22:06
გვარამია: ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს

 

 

"ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაცია აქვს და გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის. 

ზუსტად გეუბნებით, ღარიბაშვილზე ამ შემთხვევაში, რომ მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს, რომ უცხოეთში არ წავიდეს. მას კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იგი ინფორმაციასაც კი აწვდის. ცემაც, პასპორტის ჩამორთმევაც, ეს ყველაფერი სიმართლეა. ღარიბაშვილმა ამ ქვეყნიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა. ხვალ რომ გამოაჩინონ, რადგან დღეს მე და თქვენ ამაზე ვსაუბრობთ, არაფერს არ ნიშნავს. ეს კაცი ნაცემიც არის, მხარამოგდებულიც არის, პასპორტწართმეულიც არის და ტერორის ქვეშაც არის." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოთავსების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2024 წლის 10 დეკემბერს ისაუბრა. 

მოგვიანებით კი, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში იწვა, ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ექს პრემიერმა დაზიანებები ვარჯიშის დროს მიიღო.

ინფორმაციას, რომ "ქართულ ოცნებაში" ლიდერები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც ფლობდა. განცხადება გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" 2024 წლის 11 დეკემბერს გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები