შეიძლება ნებისმიერ ფეხის დაცდენაზე ივანიშვილმა კობახიძე პოლიტიკურ გილიოტინაზე აიყვანოს და თავი გააგდებინოს - სიჭინავა

07.04.25 23:09
შეიძლება ნებისმიერ ფეხის დაცდენაზე ივანიშვილმა კობახიძე პოლიტიკურ გილიოტინაზე აიყვანოს და თავი გააგდებინოს - სიჭინავა

ალბათ, ახლა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კობახიძეს კონსოლიდირებული ძალაუფლება ექნება, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, სრული ძალაუფლების მოპოვება რისკებს ზრდის, რადგან ბერდია სიჭინავას განმარტებით, "შეიძლება ნებისმიერ ფეხის დაცდენაზე ივანიშვილმა კობახიძე პოლიტიკურ გილიოტინაზე აიყვანოს და თავი გააგდებინოს".

ივანიშვილზე კი არ ვამბობ, ზოგადად ასეთი ტიპის ადამიანებს ეჭვიანობა ახასიათებთ. ბიძინა ივანიშვილის დროს სრული, კონსოლიდირებული ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში არ ყოფილა არასდროს. პირველი შემთხვევა იქნება, ალბათ, ახლა, როდესაც კობახიძეს ექნება ასეთი ტიპის ძალაუფლება. ასეთი ტიპის კონსოლიდაცია ძალაუფლებისთვის უზარმაზარ რისკებს ზრდის ივანიშვილისგან. ნებისმიერ ფეხის დაცდენაზე შეიძლება პოლიტიკურ გილიოტინაზე აიყვანოს კობახიძე და თავი გააგდებინოს, მას შეაწმინდოს ხელები." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

მსგავსი სიახლეები