ცესკოს ახალი დადგენილება "ძლიერმა საქართველომ" სააპელაციოში გაასაჩივრა

08.04.25 09:59
ცესკოს ახალი დადგენილება "ძლიერმა საქართველომ" სააპელაციოში გაასაჩივრა

ცესკოს მიღებული დადგენილებები კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. საქმე ეხება ცესკოს ახალ დებულებას, რომლის თანახმადაც დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პირადობის დოკუმენტის შემოწმება აეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩინჩალაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანებმა პროცესზე არაერთი მტკიცებულება და არგუმენტი წარდგინეს, რომელიც ცხადყოფს, რომ აღნიშნული ცვლილება საარჩევნო პროცესს დააზიანებს, მოსამართლემ ეს მაინც არ გაითვალისწინა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის სარჩელს.