როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის გეგმა სანქცირებისთვის - სალომე სამადაშვილის კომენტარი
როგორ შეიძლება ევროკავშირმა სანქციები გაზარდოს რეჟიმთან მიმართებაში, მაშინ როდესაც რუსეთის მოკავშირეები ბლოკავენ ერთობლივ რეჟიმს სანქციების - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი სტრასბურგში, გერმანელ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ფიქრობს, რომ გერმანიაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ახალი ენერგია იქნება ჩადებული, რომ მოიძებნოს გამოსავალი.
ამასთან, ყოფილ დიპლომატს აქვს მოლოდინი, რომ უფრო ქმედითი პოლიტიკის გატარებას საფრანგეთიც დაიწყებს.
მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, არა მხოლოდ არ აღიარების პოლიტიკა, არამედ, ძალიან მკაფიო განაცხადი პოლიტპატიმრების გამოშვების და ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
რაც შეეხება სანქციების შემუშავებას, ვფიქრობ, რომ მათ შორის გერმანულ დელეგაციასთან, მაგალითად სტრასბურგში საუბრის შედეგად მაქვს განცდა, რომ გერმანიაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ იქნება გარკვეულწილად ახალი ენერგია ჩადებული იმაში, რომ მოიძებნოს გამოსავალი თუ როგორ შეიძლება ევროკავშირმა სანქციები გაზარდოს რეჟიმთან მიმართებაში, მაშინ როდესაც რუსეთის მოკავშირეები ბლოკავენ ერთობლივ რეჟიმს სანქციების.
საფრანგეთიც დაიწყებს უფრო ქმედითი პოლიტიკის გატარებას, იმიტომ რომ ცხადია - საფრანგეთს და გერმანიას ერთად შეუძლია ძალიან დიდი გარღვევა მოახდინოს ევროკავშირში"- თქვა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, "პირველებმა" მოიპოვა 40-მდე ევროპარლამენტის კითხვები, რომლის ადრესატიც კაია კალასია და საგარეო საკითხებში ევროკომისრის პასუხი, რომელიც დეპუტატების გაუგზავნეს.
წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის მუშაობს, იმ პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე.