ივანიშვილის დეპუტატმა აღიარა, რომ რეჟიმს პოლიტპატიმრები ჰყავს
9 აპრილის მემორილათან "ოცნების" წევრები ხვალ შესაძლოა, არ მივიდნენ. ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის ახალბედა დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ "ოცნების" წევრების მემორიალთან მისვლას ადგილზე წივილ-კივილი უნდა მოჰყვეს, მაშინ საკითხზე დაფიქრება მართებთ.
ამასთან, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი აღიარებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.
ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს ხელოვნურად გამოიწვევს ქუჩაში დაძაბულობას და ხელოვნურად გამოიწვევს ეს ყველაფერი პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს გმირებს პატივი მივაგოთ, იქ ვიღაცეების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს, მე წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პარტიულ აქტივს.
თუ იქ პროვოკაციების მცდელობა იქნება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება, ვინაიდან ეს ჩვენი გმირებისვე შეურაცხყოფა იქნება და ამ შეურაცხყოფის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იდგებიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, - ამბოს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. დღეს 22:00 საათზე სინდისის პატიმრების მშობლები გეგმავენ, თანამოაზრეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გაათიონ, ხოლო ხვალ, 9 აპრილს, "ოცნების" ლიდერებს გმირთა მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცენს.
რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებს მემორიალთან მიახლოების მორალური უფლება არ აქვთ.