მინდა, კობახიძეს თვალებში ჩავხედო და კითხვების დავუსვა - ზვიად ცეცხლაძის დედა

08.04.25 13:30
მინდა, კობახიძეს თვალებში ჩავხედო და კითხვების დავუსვა - ზვიად ცეცხლაძის დედა

 

 

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ ხვალ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზადაა. ნარგიზი დავითაძის თქმით, სურს, კობახიძე ნახოს და თვალებში ჩახედოს, რადგან არალეგიტიმურ პრემიერთან კითხვები აქვს. 

მე ყვალეფრისთვის მზად ვარ. გაბედავენ და გაბედონ. 50/50-ზე იყოფა აზრი მოვლენ თუ არ მოვლენ. თუ მოვლენ, ძალიანაც გამიხარდება, რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელი ნამდვილად განსაკუთრებით კობახიძისთვის. თავის სტუდენტს ასე არ უნდა ექცეოდეს. როდესაც შენს სტუდენტს კითხვები აქვს და რაღაც-რაღაცეებზე პრეტენზიები აქვს, ეს უნდა გიხაროდეს ლექტორს. მინდა, რომ შევხვდე, კითხვები უნდა დავუსვა და თვალებში ჩავხედო, - ამბობს ნარგიზი დავითაძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. დღეს 22:00 საათზე სინდისის პატიმრების მშობლები გეგმავენ, თანამოაზრეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გაათიონ, ხოლო ხვალ, 9 აპრილს, "ოცნების" ლიდერებს გმირთა მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცენს.

რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებს მემორიალთან მიახლოების მორალური უფლება არ აქვთ.  

 

მსგავსი სიახლეები