აპოლიტიკური საჯარო სამსახური არის დემოკრატიული ქვეყნის საფუძველი, რომელიც მიისწრაფვის EU-სკენ - პოლონეთის საელჩო

08.04.25 15:35
აპოლიტიკური საჯარო სამსახური არის დემოკრატიული ქვეყნის საფუძველი, რომელიც მიისწრაფვის EU-სკენ -  პოლონეთის საელჩო

პოლონეთის საელჩო საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების შესახებ გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებს განცხადებით ეხმაურება. 

დიპლომატებმა პირადად მოისმინეს იმ საჯარო მოხელეების გამოცდილება, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

"დამწუხრებული ვართ გათავისუფლებული პროევროპელი ქართველი საჯარო მოხელეების განცხადებებით და გაოგნებული ვართ მათი უკომპრომისობით. პროფესიული და აპოლიტიკური საჯარო სამსახური არის დემოკრატიული და კანონის პატივისმცემელი ქვეყნის საფუძველი, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ" - აცხადებს პოლონეთის საელჩო საქართველოში.

დიპლომატიურ უწყებაში დღეს გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები