ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავჯდომარე "ოცნებას" აფრთხილებს
შეუჩერებენ თუ არა "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილებას ევროსაბჭოში - მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილი ხუთშაბათს გახდება.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ოცნებამ" ევროსაბჭოს რეზოლუცია არ აღასრულა. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს გუნდს პოლიპატიმრები გაეთავისუფლებინა და ახალი არჩევნები ჩაენიშნა, საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავჯდომარე, ზანდა კანინა-ლუკაშევიცა ამბობს, რომ საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ვალდებულია, იმუშავოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. უცხოელი მაღალჩინოსნის თქმით, ეს ნებაყოფლობითი არ არის და "ოცნებას" ეკისრება ვალდებულება, მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღოს.
ეს ვითარება მიუღებელია, რადგან იყო ევროსაბჭოს წევრი ნიშნავს, იღებდე მონაწილეობას ევროსაბჭოს ყველა ორგანოს მუშაობაში. არ არის შენს ნებაზე, რომელ ორგანოში იმუშაო და რომელში - არა. მიუღებელია უბრალოდ რომ არ იმუშაო ასამბლეაში, არ ითანამშრომლო ასამბლეასთან და ასევე მონიტორინგის წარმომადგენლებთან. ეს არის ევროსაბჭოს წევრის ვალდებულება და ჩემი აზრით, ეს არის, რაც უნდა იყოს დაფიქსირებული და რაც "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაითვალისწინოს.
ასევე, ჩვენ ვხედავთ კანონმდებლობაზე სხვადასხვაგვარ განვითარებას, ამიტომ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მივმართავთ ვენეციის კომისიას უცხოელი აგენტების კანონზე მოსაზრების მომზადებისთვის. ასევე ვმუშაობთ ჩვენ და ეს არის გზა, მომზადდეს ძალიან პროფესიონალური მოსაზრება ამაზე, - განაცხადა ზანდა კანინა-ლუკაშევიცამ.