"ქართული ოცნება" პოლიტიკური სკინტლის ჭამით არის დაკავებული - საბა ბუაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს და პასუხიმსგებლობას ივანიშვილის რეჟიმს აკისრებს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური სკინტლის ჭამით არის დაკავებული:
ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტის გადახდა უწევთ ადამიანებს ჯიბიდან, რომ მიიღონ ჯანდაცვის ელემენტარული სერვისები. სურსათის უვნებლობის კუთხით ვხედავთ, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური სკინტლის ჭამით არის დაკავებული "ქართული ოცნება", ვხედავთ, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით.
მოკლედ, ყველა მიმართულებით არის უდიდესი კრიზისი, არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეიძლება, რომ იყოს კმაყოფილი. აღარაფერს ვამბობ უკვე სხვადასხვა ჯგუფებზე როგორებიც არიან - პენსიონერები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, რომლებთან დევნაც უკვე ფართომასშტაბიანი გახდა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პენსია გაიზარდა 35 ლარით, მაშინ როცა ფასები ისეთი გაძვირებულია, რომ ეს პენსია რამდენიმე დღეში ეფანტებათ ადამიანებს"- განაცხადა მან.