არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება - კახა კალაძე

08.04.25 17:20
არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება - კახა კალაძე

კახა კალაძე ირწმუნება, რომ არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება - ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ოცნების“ წევრმა, კახა კახიშვილმა„პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ "რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, 2026 წელს დაინიშნოს".

თუ კალაძეს დავუჯერებთ, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ გაიმართება. 

„პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი, უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც დღეს დგას და საჭიროა მოგვარებული იყოს. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი", - განაცხადა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები