სინდისის პატიმრის დედა: "ოცნებამ" 9 აპრილს გარდაცვლილების სულებს ზედ გადაუარა

08.04.25 17:26
სინდისის პატიმრის დედა: "ოცნებამ" 9 აპრილს გარდაცვლილების სულებს ზედ გადაუარა

 

 

"ქართულმა ოცნებამ" 9 აპრილის გარდაცვლილების სულებს ზედ გადაუარა  - ამის შესახებ სინდისის პატიმარ გიორგი ტერაშვილის დედა საუბრობს. 

მარინა ტერაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს და 9 აპრილის სულისკვეთებას ებრძვის. 

სინდისის პატიმრის დედის ტქმით, ივანიშვილის გუნდს 9 აპრილის მემორიალთან არაფერი ემუქრება. 

უნდა დაფიქრდნენ და არც უნდა მოვიდნენ გმირების მემორიალთან, 9 აპრილს გარდაცვლილი სულების პატივსაცემად მივდივართ ჩვენ, ამათმა რა გააკეთეს? - პირიქით, იმათ სულებს ზედ გადაუარეს. რისთვის უნდა მოვიდნენ, რა აზრი აქვს... 

ამათ ქვეყანა მიჰყავთ ისევ რუსეთში, 36 წლის წინ, მაშინაც ვიდექი ჩემი შვილებიანად აქციაზე და ახლაც იმავეს ვიმეორებ.

ჩემი ერთი შვილი შეეწირა მაშინდელ უბედურებებს და აგერ მეორე შვილიც მყავს პატიმარი.  ეს მთავრობა სხვა გზას არ გვიტოვებს არაფრის დათმობაზე ესენი არ მოდიან. 4 თვე გახდა გუშინ, რაც ჩემი შვილი 4 კედელშია გამოკეტილი"- აცხადებს სინდისის პატიმრის დედა. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. დღეს 22:00 საათზე სინდისის პატიმრების მშობლები გეგმავენ, თანამოაზრეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გაათიონ, ხოლო ხვალ, 9 აპრილს, "ოცნების" ლიდერებს გმირთა მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცენს.

რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებს მემორიალთან მიახლოების მორალური უფლება არ აქვთ.  

მსგავსი სიახლეები