"ევროკავშირი ნათლად ამბობს, რომ სანქციების პაკეტებზე მუშობა გრძელდება" - თამარ გუგულაშვილი
ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი "მწვანეთა პარტიიდან" თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ 40-მდე ევროპარლამენტის კითხვები, რომლის ადრესატიც კაია კალასია და საგარეო საკითხებში ევროკომისრის პასუხი, მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხია ივანიშვილის გუნდისთვის.
გუგულაშვილის თქმით, ევროკავშირი ელოდება დიალოგს საქართველოს მთავრობასა და ხალხს შორის და რადგან ეს დიალოგი არ ჩანს, ევროკავშირი მუშაობს რეჟიმის მოძალადე მსახურებისთვის სანქციების დაწესებაზე და სწორედ ეს არის წერილშიც ნათქვამი.
რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას, აქ ნათლად ევროკავშირი პასუხობს რას, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მოახერხოს როგორმე და გასცეს პასუხი საქართველოს დემოკრატიული ძალების მოთოვნას. ეს არაპირდაპირაც წერია, მაგრამ ნიშნავს რას, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ქართველ ხალხს, უნდა დანიშნოს არჩევნები და გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, ამის გარეშე ევროკავშირი თვლის, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც მისი დე-ფაქტო ხელისუფლება არაღიარებული იქნება. ეს არის აი ამ წერილის პასუხი და მნიშვნელოვანი გზავნილი. ევროკავშირი ელოდება საქართველოს მთავრობიდან ქმედით ნაბიჯებს, რომ შევიდნენ დიალოგში იმ ხალხთან, რომელიც 4 თვეა აპროტესტებს არჩევნებს თუ პოლიტიკურ პატიმრებს და ამ დიალოგს ელოდებიან და რადგან ეს დიალოგი არ ჩანს, ევროკავშირი ნათლად ამბობს ამ გაცემულ პასუხში ევროდეპუტატებისადმი, რომ მუშაობა გრძელდება სანქციების პაკეტებზე", - ამბობს გუგულაშვილი.
ამავე თემაზე: