სინდისის პატიმრის დედა პროდასავლურ პარტიებს: გაერთიანდით და შემოგვიერთდით!
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების აქციამდე რამდენემე საათი რჩება - პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების მოთხოვნა უცვლელია: პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებს ჩატარება.
ნიკა კაციას დედა პროდასავლურ პარტიებს მოუწოდებს, დღეს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ და მათი მოთხოვნების გარშემო გაერთიანდნენ.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მარინა აფციუარის თქმით, ივანიშვილის გუნდს მორალური უფლება არ აქვს, 9 აპრილს დაღუპულების მემორიალზე მივიდნენ.
მორალური უფლება არა აქვთ, ვერ მოვლენ, არ არსებობს ისინი იქ მოვიდნენ. რადიკალური ოპოზიცია სად დაინახეს ჩვენთან, ჩვენ იმიტომ ჩამოვაყალიბეთ ეს მოძრაობა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, მაგრამ ხომ მოვახერხეთ გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო. მიზანი რა არის, სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის, ასე ჰქვია ამ მოძრაობას.
ფაქტი ერთია, ოპოზიციური პარტიები და ვერც მათი მომხრეები ვერ გაერთიანდნენ, მოვუწოდებ მათ, ჩვენ ხომ არა ვართ პოლიტიკური პარტია იქნებ, დაიძრას ოპოზიციური პარტია და გავერთიანდეთ, უნდა დაინახოს ეგრეთწოდებულმა მთავრობამ ჩვენი ძალა"- აცხადებს პატიმრის დედა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. დღეს 22:00 საათზე სინდისის პატიმრების მშობლები გეგმავენ, თანამოაზრეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გაათიონ, ხოლო ხვალ, 9 აპრილს, "ოცნების" ლიდერებს გმირთა მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცენს.