ნუ გვაშინებთ სანქციებით - "ოცნება" კაია კალასს პასუხობს
ნუ გვაშინებთ სანქციებით - ასე პასუხობს კახა კალაძე საგარეო საკითხებში ევროკომისარ კაია კალასის წერილს, სადაც ევროკავშირი პირდაპირ მიუთითებს, რომ რეჟიმის მოძალადე მსახურებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობენ.
კალაძე ამბობს, რომ "კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება"
ნუ გვაშინებთ ამ სანქციებით. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესს ვიცავთ და კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ეს რაღაც ზემოდან ყურება და ბრძანებები ვისთანაც გასდით იმასთან გაუვიდეთ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, არც კაია კალასს და არც არავის მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართევლოს ინტერესები გამოყენებულ იქნას თავიანთი ინტერესებსი გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნას ფეხქვეშ გათელილი, ისე როგორც ეს სხვა ქვეყნის შემთვევაში გააკეთეს", - განაცხადა კალაძემ.
ამავე თემაზე: