ლევან მაჭავარიანის ორი აღიარება ერთ დღეში

08.04.25 18:11
ლევან მაჭავარიანის ორი აღიარება ერთ დღეში

ლევან მაჭავარიანის ორი აღიარება ერთ დღეში - ივანიშვილის პარლამენტის წევრი არ მალავს, რომ გრანტების შესახებ კანონს კონკრეტული NGO-ებისა და მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ იღებენ. 

მაჭავარიანმა აღიარა, რომ მათი სამიზნე ის ადამინები არიან, რომლებიც ხალხს სამართლებრივ დახმარებას უწევენ. 

როდესაც კონკრეტული დონორი ორგანიზაცია მიმართავს მთავრობას ამა თუ იმ გრანტის გაცემასთან დაკავშირებით, თუ მთავრობას დაარწმუნებს იმაში, რომ ეს საქმეს წაადგება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის კარგი იქნება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მთავრობის მხრიდან ვიზირება, ხოლო თუ ვერ დაარწმუნებს მთავრობას და ჩვენ დავინახავთ იმის ნიშნებს რომ ეს თანხა უნდა მოხმარდეს ლომჯარიას, გიგაურს, ქალბატონ პატარაიას და ასე შემდეგ, იმისთვის რომ მორიგი რევოლუციური სცენარი მოაწყონ, რა თქმა უნდა, ამაზე ვიზირება არ იქნება და თუ მაინც გასცემს დონორი ქალბატონ ლომჯარიაზე, ქალბატონი ლომჯარია დაჯარიმდება ამ თანხის ორმაგი ოდენობით.

 ჩვენთვის არასასურველ ორგანიზაციებს - კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს, რომლებიც მხოლოდ დაკავებულები არიან ძირის გამომთხრელი სამუშაოებით ჩვენ ქვეყანაში და რევოლუციის მოწყობის სცენარებით, კი ბატონო, ისინი არასასურველები არიან და ესეთ ორგანიზაციებს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ დააფინანსონ რევოლუციონერები ჩვენს ქვეყანაში,- განაცხადა მაჭავარიანმა. 

მესამე სექტორის შეფასებით, "ქართული ოცნება"  კიდევ ერთი რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება , რომელიც ათიათასობით ადამიანს დახმარების გარეშე ტოვებს.  

მსგავსი სიახლეები