ოპოზიცია ოლიგარქისთვის - ამზადებს თუ არა ივანიშვილი მორიგ პოლიტიკურ სვლას?
"ქართული ოცნების" ფორმალური თავმჯდომარე უკვე 4 თვეა აღარსად ჩანს. სოციალურ ქსელში მისი ოფიციალური გვერდიც მასსავით უტყვია. აქ ბოლო 4 თვეა პარტიის პირველი პირი მხოლოდ მისალოც ბარათებს აქვეყნებს და არაფერს ამბობს.
ღარიბაშვილის დუმილი შემთხვევითი არაა. იყო დრო, ის მედიასთანაც ჩნდებოდა და მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში გასავრცელებლად ასპონსორებდა. ფულს იხდიდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა.
კახა კახიშვილი, რომელიც "ოცნების" ყოფილი დეპუტატი და ყოფილი მინისტრია ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, ოპოზიციისთვის ამზადებს.
კახიშვილის ვარაუდით, "ოცნება" ახალი არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიციურ ველს არსებულისგან გაასუფთავებს და ახალს საკუთარი გუნდიდან შექმნის. ამასვე უკავშირდება საკადრო ცვლილებებიც.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.