"ოცნების" კიდევ ერთი რეპრესიული კანონი, რომელიც ათი ათასობით ადამიანს დახმარების გარეშე დატოვებს
"ქართული ოცნება" მომავალ კვირას ქართველი ხალხის უანგაროდ დახმარებასაც აკრძალავს. მალე თუ რეპრესიების მსხვერპლ მოქალაქეებს უფასო იურიდიული მომსახურება დასჭირდებათ, თუ უსამართლოდ დაკავებულებს დაცვა დასჭირდებათ, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალები ითხოვენ დახმარებას, ისინი სამოქალაქო საზოგადოებას ვეღარ მიმართავენ, რადგან პროგრამები შეწყდება. "ოცნების" ინიციტირებული ცვლილებების თანახმად, ჯერ მთავრობამ დონორს უნდა მისცეს უფლება, რომ კონკრეტული პროექტი დააფინანსოს.
"ოცნების" რეჟიმმა კანონპროექტი სასწრაფო წესით უნდა დაამტკიცოს ანუ დაახლოებით ერთ კვირაში უკვე კანონის ამოქმედებას შეძლებს. ოლიგარქის გუნდის სახელით რაჟდენ კუპრაშვილი გადაწყვეტს, საერთაშორისო ფონდებმა, ევროკავშირმა, დასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა გასცენ თუ არა თანხები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პირველად ჩნდება კანონში „აკრძალული“ გრანტის ცნება. დაფინანსების აკრძალვა კი ორგანიზაციების გაჩერებისთვის საბოლოო ნაბიჯია.
საგანმანათლებლო მიზნებისთვის, წიგნის გამოცემისთვის ან რეგიონებში სასწავლო სივრცეების მოსაწყობადაც კი ოლიგარქის რეჟიმი თანხმობაა საჭირო. უკვე ცხადია, რომ "ოცნება" თანხმობას არ გასცემს ორგანიზაციების დაფინანსებაზე და შესაბამისად, ჩამოშლის სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში დონორების წყალობით ხალხის დახმარებას ემსახურებოდა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.