ძველი დაპირებების ახალი სიცოცხლე თბილისის მერისგან - კალაძე ისევ მეტროს მესამე ხაზის გაყვანას აანონსებს
უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე კახა კალაძე თბილისელებს ისევ ახალი მეტროს სადგურების მშენებლობას ჰპირდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ უკვე გამოაცხადა ბაზრის შესწავლა იმის დასადგენად, რა დაჯდება მეტროს მესამე ხაზის პროექტი. არჩვევნების წინ, ამჯერად, კალაძეს გეგმა აქვს, დიდუბიდან ვაკეში მეტროს გაყვანა დააპროექტებინოს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მეტროს ახალი, მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და საბურთალოს და ვაკის გავლით მეტროსადგურ რუსთაველს დაუკავშირდება.
მეტროს ახალი ხაზების მშენებლობა ყოველი არჩევნებსი წინ ხელწერად იქცა. 7 ახალი მეტროსადგურის გახსნას კახა კალაძე თბილისელებს პირველად 2018 წელს დაჰპირდა.
მერიის დაპირებები დაპირებებად დარჩა. მეტროს ახალი სადგურები, რომელიც 2021 წელს უნდა გახსნილიყო, თვალით არავის უნახავს. მაშინ მერმა აღიარა, რომ მეტროს მშენებლობა წამგებიანი იყო.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.