ომის დამნაშავე პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა დაშლილი საბჭოთა კავშირი აღადგინოს-ჯო უილსონი
ომის დამნაშავე პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა დაშლილი საბჭოთა კავშირი აღადგინოს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალი კრისტოფერ კავოლის კონგრესის წინაშე მოსმენის დროს განაცხადა.
უილსონმა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთში რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა.
რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ომის დამნაშავე პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა დაშლილი საბჭოთა კავშირი აღადგინოს.
მან არ გამიყვანა რუსული ჯარები დნესტრისპირეთიდან ან მოლდოვიდან. ისინი უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, შესაბამისად, ახლა მოლდოვის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. დამატებით, ჩვენი ვიცით, რომ მათ ბელარუსში არჩევნები გააყალბეს.
შემდეგ [რუსეთი] საქართველოში შეიჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოახდინა. შემდეგ იყო უკრაინა, როდესაც 2014 და 2022 წლებში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა.
შემდეგ საქართველოში 26 ოქტომბრის ეროვნული არჩევნები გაყალბდა და იყო ძალისხმევა, რომ ჩამოეცილებინათ ძალიან მამაცი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ცოტა ხნის წინ, დავინახეთ ძალისხმევებს რუმინეთის არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ის წარმატებული არ არის,” - განაცხადა უილსონმა.