მუქარა, რომ ყველას დაგხურავთ, აგკრძალავთ, არის “ოცნების“ სასოწარკვეთილების გამოხატულება-ბადრი ჯაფარიძე

08.04.25 23:11
მუქარა, რომ ყველას დაგხურავთ, აგკრძალავთ, არის “ოცნების“ სასოწარკვეთილების გამოხატულება-ბადრი ჯაფარიძე

მუქარა, რომ ყველას დაგხურავთ, აგკრძალავთ, მედიას დავხურავ, პოლიტიკურ პარტიებს დავხურავ, ეს არის “ოცნების“ სასოწარკვეთილების გამოხატულება, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ჩვენ არ ვართ მარტო, მარტო ვიყავით 90 წელს, როდესაც დავიწყეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და დავამარცხეთ კომუნისტები.“

“ცივილიზებულ სამაყროს არ სჯეროდა რომ ეს გამოგვივიდოდა და არ იქნა მხარდაჭერილი დასავლეთისგან მაშინ, ახლა სხვა ვითარება გვაქვს“,- დასძინა მან.

საკამარისია, იყოს მცდელობა თავისუფალი მედიის დახურვის, აუცილებლად, გარანტირებულად დასანქცირდება მთავრობის კონტროლირებადი მედიასაშუალებები. საკმარისია პარტიების აკრძალვაზე გადადგან ნაბიჯები, “ოცნება“ ცხვირში მიიღებს უმნიშვნელოვანეს საპასუხო მუშტს დასავლეთისგან, ქართველი ხალხი არ არის მარტო “ოცნების“ და რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლაში,- განაცხადა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები