მიუხედავად ყველა რეპრესიისა, ქვეყნის უმრავლესობას ვერ მოგუდავენ-ელენე ხოშტარია
მიუხედავად ყველა რეპრესიისა, რომელიც გადადის ადამიანების ჯანმრთელობაზე და თავისუფლებაზე, ქვეყნის უმრავლესობას ვერ მოგუდავენ,- ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “რეჟიმს, რომელიც არის უმცირესობაში, აქვს უზურპირებული ძალაუფლება, რომელსაც აქვს კონკრეტული ბერკეტები“.
რეჟიმს, რომელიც არის უმცირესობაში, აქვს უზურპირებული ძალაუფლება, რომელსაც აქვს კონკრეტული ბერკეტები-მათ შეუძლიათ დაგაჯარიმონ, ციხეში ჩაგსვან, გაწამონ, ღირსება შელახონ, ფინანსურად მოგგუდონ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. მე ვერ ამიკრძალავენ საუბარს, ენას ვერ ამომაჭრიან, ფეხებს ვერ მომაჭრიან, ხელებს ვერ დამიბამენ, შეიძლება ცოტა ხნით დამიბან, მაგრამ ზუსტად ისევე გავაგრძელებ ამ ბრძოლას. შეიძლება პოლიტიკოსების ციხეში ჩასმა დაიწყოს, 50 ადამიანია იქ გამოკეტილი და ჩვენ პოლიტიკოსები რომ დაგვიჭირონ რა. ნეტა ისინი იყვნენ გარეთ და ჩვენ დაგვიჭირონ, საქმეს მაინც გავაკეთებთ. მიუხედავად ყველა რეპრესიისა, რომელიც გადადის ადამიანების ჯანმრთელობაზე და თავისუფლებაზე, ქვეყნის უმრავლესობას ვერ მოგუდავენ“,- განაცხადა ხოშტარიამ.