პარლამენტთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება - დემონსტრანტებმა მემორიალს წრე შემოარტყეს (ფოტოები)

09.04.25 09:24
პარლამენტთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება - დემონსტრანტებმა მემორიალს წრე შემოარტყეს (ფოტოები)

 

 

9 აპრილის მემორიალთან, სადაც რეჟიმის  პატიმრების მშობლებმა და მოქალაქეებმა ღამე გაათენეს, დილიდან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. 

ამ დროისთვის სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ქაშვეთთან, პარლამენტთან მდებარე სკვერთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან და საკანონმდებლო ორგანოს წინ. 

რაც შეეხება უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

„ბოლომდე, „საქართველო“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი სიახლეები