დაპირისპირება პარლამენტთან - გლდანის მაჟორიტარი 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს

09.04.25 09:41
დაპირისპირება პარლამენტთან - გლდანის მაჟორიტარი 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს

 

 

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, სადაც რეჟიმის  პატიმრების მშობლებმა და მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.

უკმაყოფილება ადგილზე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის მისვლამ გამოიწვია. 

"რუსო"- სკანდირებენ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები და ზარნაძეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. 

აქაურობა თავხედებით არის სავსე! - თქვა ზარნაძემ მას შემდეგ რაც მას კითხვას უსვამდნენ, ვინ დაიწყო ომი და ვინ დახოცა 36 ელის წინ რუსთაველზე ახალგაზრდები. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ის ამ ეტაპზე არ რეაგირებს. 

ზარნაძის ადგლზე გამოჩენამდე, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე მოქალაქე გამოჩნდა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ისინი "ქართულმა ოცნებამ" ნიადაგის მოსასინჯად გამოგზავნა.

მათივე ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდმა აქციის ეპიცენტრში საჯარო მოხელეები გამოუშვა. 

ფოტო: ნეტგაზეთი

მსგავსი სიახლეები