EU-ს საელჩო: პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა

09.04.25 11:32
EU-ს საელჩო: პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა

საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს პატივს მიაგებენ.

„ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის - საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს“,- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები