"ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით ვართ" - ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას - ამის შესახებ სამინისტრო ოფიციალური გვერდი პოსტს აქვეყნებს და 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურება.
საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.